“ადგილობრივების ჩართულობა გვეხმარება გავიგოთ, რა სჭირდება თელავს დღეს,” – ვაჟა მაღრაძე.

თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ვაჟა მაღრაძე, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მოისმინა ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ინფორმაცია.
“ქალაქ თელავში მოსახლეობასთან შეხვედრები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს. ვესტუმრეთ როგორც ცენტრალურ უბნებს, ასევე გარეუბნებს, სადაც პირადად მოვისმინეთ მოქალაქეების მოსაზრებები და გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ იმ საკითხებს, რომლებიც მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მტკივნეულია. მათ შორისაა ინფრასტრუქტურული გამოწვევები, საცხოვრებელი პირობები და ქალაქის ზოგადი განვითარება. ადგილობრივების უშუალო ჩართულობა პროცესებში გვეხმარება სწორად გავიგოთ, რა სჭირდება თელავს დღეს და როგორ მივცეთ მას ხვალის განვითარების გზები. მე მჯერა, რომ თითოეული თელაველის ხმა უნდა იყოს სრულფასოვნად გათვალისწინებული იმ გადაწყვეტილებებში, რომლებიც ქალაქის მომავალს განსაზღვრავს. მხოლოდ ერთად მოქმედებით შევძლებთ თელავის თანამედროვე, კომფორტულ და ევროპული სტანდარტების ქალაქად ქცევას,” – განაცხადა ვაჟა მაღრაძემ.