ლაგოდეხის ისტორიული მუზეუმის მედიათეკის დარბაზში, სქილვილის აკადემიის კურსდამთავრებულების გაიმართა გამოსაშვები ცერემონია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურია და სქილვილის აკადემიის წარმომადგენლები.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს და მიულოცეს სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულება.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიისა და ნეო უნივერსიტეტის „Skillwill საქართველოში“ ერთობლივი თანამშრომლობით, ლაგოდეხში ახალგაზრდებისთვის დაფინანსდა სასწავლო პროგრამა.
ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა, 42-მა ახალგაზრდამ წარმატებით გაიარა „Skillwill”-ის აკადემიის სასწავლო პროგრამა.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდების სწავლის საფასური სრულად დააფინანსა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ.