თელავის მერიის მხარდაჭრით, ქორეოგრაფიული დრამა „ფარნავაზიანი“ გაიმართა.

ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით, საზოგადოება „საქართველოს ერთსულოვნებისა“ და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, გაიმართა ორმოქმედებიანი ქორეოგრაფიული დრამა „ფარნავაზიანი“ – ქართული ცეკვით გაცოცხლებული მეფე ფარნავაზის ისტორია.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიგა მამუკელაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ ცაძიკიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ ქორეოგრაფიული სპექტაკლი და თემატური გამოფენა მიეძღვნა ანსამბლ „ეგრისის“ 30 წლის იუბილეს.