ლაგოდეხში სიკეთის დღე აღინიშნა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სიკეთის დღის აღსანიშნავად გაიმართა ღონისძიება, რომელსაც დაესწრო 100-მდე ხანდაზმული მოქალაქე.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხანდაზმულებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს საკრებულოს თავმჯდომარემ, კახა ჯამურიამ და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა.
ღონისძიების პროგრამა მოიცავდა ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტს.