ქალაქ ყვარელში, ზურაბ ჭავჭავაძის სახელობის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, ილია მზექალაშვილი.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ ყვარელში, ზ. ჭავჭავაძის სახელობის ქუჩაზე, დაგეგმილია გზის 1500 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება და რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 664 411 ლარს.
“მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ყვარელში, ზურაბ ჭავჭავაძის სახელობის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გავეცანი, სადაც დაგეგმილია გზის 1500 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება და რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და დასრულდება 2026 წელს,” – განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, ილია მზექალაშვილმა.