ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი ილია მზექალაშვილი, მოადგილეებთან – ოთარ ბუჯიაშვილთან, დავით ქანდაურიშვილთან და საკრებულოს თავჯდომარის პირველ მოადგილე კახა ასისტიშვილთან ერთად, სოფელ თხილისწყაროში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ თხილისწყაროში მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, პროექტის თანახმად დაგეგმილია გზის 896 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე, ასფალტის საფარის დაგება.
პროექტის ჯამური ღირებულება 350 000 ლარს შეადგენს.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.