თელავში, ლევან მოსიაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენის გახსნას დაესწრნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ფოიეში, ქართველი მხატვრის, ლევან მოსიაშვილის პერსონალური გამოფენა „გაზაფხული“ გაიხსნა.
გამოფენის გახსნას დაესწრნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ლევან მოსიაშვილის შემოქმედებით დაინტერესებული პირები და ადგილობრივი მოსახლეობა.
ექსპოზიცია დამთვალიერებელს 22 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით უმასპინძლებს.