თელავში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

თელავში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან და ქალაქის სტუმრებთან ერთად დაესწრნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი და მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი.
ნადიკვრის პარკში გაიმართა სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი აქტივობა.
ღონისძიებები დასრულდა “Red Crush”-ის და DJ Meximridi-ს კონცერტით.