თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა „2025 წელს თელავის მუნიციპალიტეტში ჩატარებული სადაზვერვო და არქეოლოგიური სამუშაოების ანგარიშების“ წარდგენა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მომხსენებლებმა მერიის მხარდაჭერით განხორციელებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგები წარადგინეს.
მკვლევრებმა ისაუბრეს მუნიციპალიტეტის ოთხ ლოკაციაზე ჩატარებული სამუშაოების შედეგებსა და მათ ისტორიულ – კულტურულ მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამომავლოდ დაგეგმილი სამუშაოების ძირითადი მიმართულებები და სისტემური კვლევების აუცილებლობა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ – სამეცნიერო საზოგადოების, სხვადასხვა უნივერსიტეტის არქეოლოგიის მიმართულებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. შეხვედრას ესწრებოდა აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი მეუფე დავითი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ მადლობა გადაუხადა მეუფე დავითს კულტურული მემკვიდრეობის საკითხების მიმართ გამოხატული ინტერესისა და მხარდაჭერისთვის.