თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საჯარო სექტორში დასაქმებული ღვაწლმოსილი ქალბატონების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ვაჟა მაღრაძემ, მერის მოადგილე გიგა მამუკელაშვილმა, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ფიქრია ყუშიტაშვილმა და ზაირა არსენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრის დირექტორმა ჟანა ხანჯალიაშვილმა, 36 ღვაწლმოსილი ქალბატონი მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს საჯარო სექტორში მრავალწლიანი საქმიანობისა და თელავის მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.