თელავის თეატრში გამართულ პრემიერას, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

თელავის ვაჟა- ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში, გაიმართა სპექტაკლის – “ალუდა,” პრემიერა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სპექტაკლის პრემიერას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრები – გელა სამხარაული, ბექა ოდიშარია, თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ვაჟა მაღრაძე და საკრებულოს თავმჯდომარე, არჩილ თხლაშიძე.
ვაჟა – ფშაველას ნაწარმოების “ალუდა ქეთელაურის” მიხედვით დადგმულ სპექტაკლში, თელავის თეატრის დასის წევრები მონაწილეობდნენ, სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ნანუკა ხუსკივაძე.