საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი „მუხრანის პრემია – პოეტური მინიატურების“ კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.
ღონისძიება არგვეთში, მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმში გაიმართა.
კონკურსში პირველი ადგილი ბადრი სულაძემ, მეორე ადგილი მირანდა ერისთავმა, მესამე ადგილი -კი ჟანა შუკაკიძემ დაიკავეს.
საუკეთესო ათეულში მარი – ანანა სადღობელაშვილი, ფიქრია ყუშიტაშვილი, ეკატერინე ქაჯაია, ლია მიქაბერიძე, ლევან ლორთქიფანიძე, გიორგი ბალახაშვილი და როინ აბუსელიძე მოხვდნენ. გამარჯვებულებს დიპლომები, პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ დაწესებულ კონკურსში „საუკეთესო ლექსიკოგრაფიული ნაშრომი“ საუკეთესო ნამუშევრად ლაზური ეთნოლოგიური ლექსიკონი დასახელდა.
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ოთარ ომიაძე, მოადგილე გიორგი ბიწაძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ერეკლე ჭიღლაძე, მუხრან მაჭავარიანის შვილი ნანა მაჭავარიანი და ოჯახის წევრები, ასევე თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„მუხრანის პრემია – პოეტური მინიატურები,“ თვითმმართველობის ორგანიზებით და დაფინანსებით, მერვე წელია იმართება და მასში მონაწილეობა ქვეყნის მასშტაბით ყველა მსურველს შეუძლია.