“ვისაუბრეთ, თუ როგორ ვხედავთ გამოწვევების გადაჭრის გზებს,” – გიორგი მაჭავარიანი.

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი გურჯაანის მუნიციპალიტეტში, გიორგი მაჭავარიანი, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და აღნიშნა, რომ მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხები ეტაპობრივად განხორციელდება.
“მორიგი შეხვედრა მქონდა ქალაქ გურჯაანის და ველისციხის მოსახლეობასთან.
ადგილობრივებისგან მოვისმინე, თუ რა პრობლემები აწუხებთ, რა გამოწვევებია ამ ეტაპზე და ვისაუბრეთ, თუ როგორ ვხედავთ მათი გადაჭრის გზებს.
შიდა საუბნო გზების მოწესრიგება, დასასვენებელი სკვერების მოწყობა – ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებიც მოსახლეობამ შეხვედრებზე წამოჭრა.
ვფიქრობ, ოთხი წლის შემდეგ ეს გამოწვევები გადაჭრილი გვექნება,” – განაცხადა გიორგი მაჭავარიანმა.