დღეს, 2008 წლის აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, გიორგი ანწუხელიძის მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში იმყოფებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე პლატონ კალმახელიძე, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური, საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ ქარუმაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეროვნული გმირის – გიორგი ანწუხელიძის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ჯარისკაცებმა.
აღსანიშნავია, რომ სასულიერო პირმა გადაიხადა ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.