ახმეტაში, ეროვნული გმირის – გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი გაიმართა.

ახმეტაში, გაიმართა ეროვნული გმირის – გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სპორტულ ღონისძიებას დაესწრნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური, საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ ქარუმაშვილი და გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები.
საქართველოს თავდაცვის ძალებში გიორგი ანწუხელიძის სახელობის 3X3-ზე კალათბურთის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა დასავლეთის სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის გუნდი. გამარჯვებულ გუნდს გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა გადასცა ეროვნული გმირის შვილთან ერთად. მეორე და მესამე ადგილებზე გასულ აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადისა და უწყების სამოქალაქო ოფისის წარმომადგენლების გუნდებს შესაბამისი სინჯის მედლები გადასცეს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულმა გუნდებმა საჩუქრები მიიღეს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისგანაც.
დასკვნით ღონისძიებაზე, ასევე ჩატარდა ომის მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების პარაკალათბურთის საჩვენებელი თამაში.
წელს 3X3-ზე კალათბურთის ჩემპიონატის ფინალური თამაშები ჩატარდა გიორგი ანწუხელიძის მშობლიურ ახმეტის მუნიციპალიტეტში, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ შესარჩევ ეტაპზე გამოვლენილი გამარჯვებული გუნდები.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ანწუხელიძის სახელობის 3X3 კალათბურთის ჩემპიონატი უკვე მეხუთე წელია ტარდება, თავდაცვის ძალების ორგანიზებითა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით.