დღეიდან მერის უფლებამოსილების განხორციელება დაიწყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა მესამე ვადით.
“ძვირფასო ლაგოდეხელებო, გულწრფელად გმადლობთ დიდი ნდობისა და მხარდაჭერისთვის. მადლობა ჩემს პოლიტიკურ გუნდს, ქართული ოცნება / Georgian Dream! დღეს ჩემი მესამე ვადის პირველი სამუშაო დღეა. ახალი ენერგიით, მეტი გამოცდილებით და დიდი მოტივაციით ვიწყებ სამსახურს თქვენთან ერთად-თითოეული ლაგოდეხელის გვერდით. ახალ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანი იქნება ქალაქისა და სოფლების განვითარება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ახალი შესაძლებლობების შექმნა. განათლებულ და წარმატებულ ახალგაზრდებზე ორიენტირებული პოლიტიკა. მჯერა, რომ ერთიანობით და ყოველდღიური შრომით ლაგოდეხი გახდება ძლიერი, განვითარებული და პერსპექტიული მუნიციპალიტეტი — ადგილი, სადაც პროგრესი და კეთილდღეობა ყველასთვის ხელმისაწვდომია,” – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი.