დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ვაჟა მაღრაძე, შეხვედა ახალგაზრდებს.
შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, მამუკა ბურდიაშვილი, მიზანად ისახავდა განათლების, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობის ხაზგასმას ახალგაზრდების პიროვნულ განვითარებაში.
“ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ჩვენი ქვეყნის გამორჩეული სპორტსმენები – ლაშა ტალახაძე, ლადო ჭინჭარაული, ნოდარ ჭეიშვილი და ლადო ხინჩეგაშვილი, რომლებმაც ახალგაზრდებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება, ისაუბრეს კარიერული გზის სირთულეებსა და მიღწევებზე და მათ მისცეს მოტივაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის არჩევისა და მიზნების მისაღწევად დაუღალავი შრომის მნიშვნელობის შესახებ.
მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ შეხვედრა ახალგაზრდებთან ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული პროცესია, რადგან მათთან ურთიერთობა მაძლევს ენერგიას, ოპტიმიზმს და რწმენას, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტს ძლიერი და ნათელი მომავალი აქვს,” – განაცხადა ვაჟა მაღრაძემ.