“ადგილობრივების ჩართულობა მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის აუცილებელია,” – გიორგი მაჭავარიანი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, გიორგი მაჭავარიანი, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათთან ერთად იმსჯელა როგორც არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე, ასევე მათი გადაჭრის გზებზე.
“წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მორიგი შეხვედრები მქონდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნისა და ზეგაანის მოსახლეობასთან. ვისაუბრეთ არსებულ გამოწვევებზე და მათი მოგვარების გზებზე. ჩემი მერობის პერიოდშიც აღვნიშნავდი და ახლაც ვიტყვი, რომ ადგილობრივების ჩართულობა მუნიციპალიტეტის განვითარების უმნიშვნელოსანესი ნაწილია,” – განაცხადა გიორგი მაჭავარიანმა.