გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველ მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილთან ერთად, სოფელ კარდენახში, შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, სამ შიდა საუბნო გზაზე, ჯამში, 1090 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ბეტონის ახალი საფარი იგება, აგრეთვე მოეწყო სანიაღვრე არხი.
“ჩემ პირველ მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილთან ერთად, სოფელ კარდენახში, შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დავათვალიერე. პროექტის მიხედვით, სამ შიდა საუბნო გზაზე, ჯამში, 1090 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ბეტონის ახალი საფარი დაიგება, მოეწყო სანიაღვრე არხიც,” – განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება შეადგენს 776 000 ლარს.