ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში, დასრულდა მინი სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაიგო ხელოვნური საფარი, მოეწყო სკამები და განათება.
შეგახსენებთ, რომ პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 117 757 ლარი.