საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორს მიხეილ გოგოლიძეს შეხვდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე და თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თელავის მუნიციპალიტეტში არსებული ნაგავსაყრელის მართვის საკითხი, არასახიფათო ნარჩენების სფეროში არსებული საჭიროებები, გამოწვევები და საინვესტიციო შესაძლებლობები.
აღსანიშნავია, რომ რეგიონში ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვის მიზნით, მხარეებმა კოორდინირებულად მუშაობისთვის გამოთქვეს მზაობა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის მოადგილეები მამუკა ღვინიაშვილი და ივანე ბეგაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მამუკა ბურდიაშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ყარაულაშვილი.