ილია მზექალაშვილმა მოსახლეობასთან მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა.

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ყვარლის მუნიციპალიტეტში ილია მზექალაშვილი, ახალსოფლის და მთისძირის მოსახლეობას შეხვდა, სადაც ერთობლივად იმსჯელეს პრიორიტეტულ საკითხებზე.
“წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, აქტიურად ვაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს. დღეს, ახალსოფლისა და მთისძირის მოსახლეობასთან ვიმსჯელეთ ისეთ საკითხებზე, რომელთა დროული მოგვარება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, განვიხილეთ მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები,” – განაცხადა ილია მზექალაშვილმა.