მალხაზ ბეგიაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობასთან, სოფლად არსებული საჭიროებები განიხილა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, შეხვდა სოფელ ზემო მაღაროს, ბოდბისა და ქვემო ბოდბის მოსახლეობას და მოსახლეობასთან ერთად განიხილა არსებული საჭიროებები თუ გამოწვევები.
“შევხვდი სოფელ ზემო მაღაროს, ბოდბისა და ქვემო ბოდბის მოსახლეობას.
შეხვედრას, ჩემთან ერთად ესწრებოდნენ ჩვენი პარტიული სიის პირველი ნომერი, საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ჯანიკაშვილი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გელა ლეკიაშვილი.
ასეთი შეხვედრები კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ სწორი გზით მივდივართ. მოსახლეობის მხრიდან წამოსული კეთილგანწყობა ამის ყველაზე კარგი დასტურია. ჩვენ სოფლებში არსებული გამოწვევების დიდი ნაწილი წარმატებით არის დაძლეული, ნაწილი კვლავ გამოწვევად რჩება, რასაც მშვიდობისა და სტაბილურობის პირობებში ადვილად მოვაგვარებთ.
მინდა მადლობა ვუთხრა მოსახლეობას აქტიური ჩართულობისთვის, პრობლემებზე ღიად საუბრისა და გულწრფელი ემოციებისთვის,” – განაცხადა მალხაზ ბეგიაშვილმა.