თელავში, პროკრედიტ ბანკის ახალი ფილიალის გახსნას ვაჟა მაღრაძე დაესწრო.

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი თელავის მუნიციპალიტეტში ვაჟა მაღრაძე, თელავში, პროკრედიტ ბანკის ახალი ფილიალის გახსნას დაესწრო.
“თელავში პროკრედიტ ბანკის ახალი ფილიალის გახსნას დავესწარი, რაც რეგიონში ბიზნესის განვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობს ხელს.
ახალ ფილიალში, რომელიც მერაბ კოსტავას ქუჩა №3-ში მდებარეობს, უკვე 10 ადგილობრივია დასაქმებული, რაც განსაკუთრებით მისასალმებელია.
ვულოცავ ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ წარმატებულ საქმეში და დარწმუნებული ვარ, რომ ფილიალი ჩვენს თანამოქალაქეებს კომფორტულ და თანამედროვე საბანკო მომსახურებას შესთავაზებს,” – აღნიშნა ვაჟა მაღრაძემ.