“თელავში ბატონის ციხის კომპლექსს შვილებთან ერთად ვესტუმრე,” – მიხეილ ყაველაშვილი.

“თელავში ბატონის ციხის კომპლექსს შვილებთან ერთად ვესტუმრე. ვიმყოფებოდით მეფე ერეკლეს სასახლე-მემორიალსა და თელავის ისტორიულ მუზეუმში, სადაც საექსპოზიციო სივრცეები, არქეოლოგია-ეთნოგრაფიისა და სახვითი ხელოვნების ორი დარბაზი დავათვალიერეთ და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებსა და პროექტებს გავეცანით. ბატონის ციხის კომპლექსში კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, დეპუტატები გელა სამხარაული და ლევან მახაშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ვაჟა მაღრაძე იმყოფებოდნენ,” – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.