თელავსა და ახმეტაში ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობა მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კახეთის რეგიონში, თელავსა და ახმეტაში ახალ საფეხბურთო ტექნიკურ ცენტრებსა და ხელოვნურსაფარიან სტადიონებს აშენებს.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, სამუშაოები ადგილზე ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ და სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის მხარეში, პლატონ კალმახელიძემ დაათვალიერეს.
პროექტები მოიცავს 300-ადგილიან ტრიბუნებს, თანამედროვე მოედნებს, გასახდელებსა და სხვა აუცილებელ ინფრასტრუქტურას.