კახეთის რეგიონში ქალაქ წნორსა და ყვარელში, ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და სტადიონების მოწყობა მიმდინარეობს.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ და სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის მხარეში, პლატონ კალმახელიძემ დაათვალიერეს.
პროექტები თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს, მათ შორის 300-ადგილიანი ტრიბუნებისა და შესაბამისი სივრცეების მოწყობას.