თელავში, შალვა დავითაშვილის სახელობის კონკურს-ფესტივალი, ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა.

თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში, გაიხსნა  შალვა დავითაშვილის სახელობის მუსიკოსთა კონკურს-ფესტივალი.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფესტივალის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, ფესტივალი ეძღვნება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნას.
შეგახსენებთ, რომ შალვა დავითაშვილის სახელობის მუსიკოსთა კონკურს-ფესტივალი დაარსდა 2016 წელს.
ფესტივალში მონაწილეობენ, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი შემსრულებლები.