გიორგი ალადაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებს ახალი მოადგილე – მამუკა ბურდიაშვილი წარუდგინა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა და წარუდგინა ახალი მოადგილე – მამუკა ბურდიაშვილი.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს რთველი 2025-ის მიმდინარეობა. რთველი კახეთში, ტრადიციულად, დაიწყო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან.
2 სექტემბრის მონაცემებით, ღვინის საწარმოებმა გადაამუშავეს 3,5 ათასამდე ტონა ყურძენი.
აღსანიშნავია, რომ რთველი კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებში, ყურძნის შესაბამის კონდიციაში შესვლის მიხედვით, დაიწყება ეტაპობრივად.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და სოციალურ – ეკონომიკური მიმართულებით არსებული საკითხები.
შეხვედრას ესწრებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები პლატონ კალმახელიძე, გივი მეტრეველი, მამუკა ბურდიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ლილუაშვილი.