თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის კულტურის ცენტრმა უმასპინძლა ანსამბლ „ქართული ხმების“ ლიტერატურულ-მუსიკალურ კომპოზიციას – „წუთისოფელი.”
ღონისძიება, საქართველოს 40-ზე მეტ მუნიციპალიტეტში განხორციელდა საქართველოს კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
კომპოზიციას გაუძღვა ანსამბლის სოლისტი და დამფუძნებელი წევრი თემურ ჭკუასელი.
თელავის მერიის კულტურისა და განათლების განყოფილების ინფორმაციით, კომპოზიციამ ასახა საქართველოს ისტორია, მისი წარსული და აწმყო, გამოკვეთა ჩვენი ქვეყნის როლი მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიგა მამუკელაშვილი, საკრებულოს თავნჯდომარის მოადგილე ჯუმბერ ბატიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები, აგრეთვე მუსიკალური და კულტურული სფეროს მოღვაწეები.