“ყველა პროექტი ემსახურება გურჯაანის და გურჯაანელების კეთილდღეობას,”-გიორგი მაჭავარიანი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი გიორგი მაჭავარიანი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და პრიორიტეტულ საკითხებზე მათთან ერთად იმსჯელა.
“გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების: ვაჩნაძიანის, კალაურისა და შაშიანის მოსახლეობას საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილთან ერთად შევხვდი. ადგილობრივებისთვის მთავარ გამოწვევად საგზაო ინფრასტრუქტურა და წყალმომარაგება რჩება, რომლის მოგვარებაც მომდევნო 4 წელში ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. მინდა მადლობა გადავუხადო მოსახლეობას, ჩემი ორწლიანი მუშაობის დადებითად შეფასებისთვის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა, რადგან ყველა პროექტი, რომელსაც ვახორციელებთ, ემსახურება გურჯაანის და გურჯაანელების კეთილდღეობას,” – განაცხადა გიორგი მაჭავარიანმა.