ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში – გრემსა და ენისელში, სახალხო დღესასწაული “გრემქალაქობა” აღინიშნა

28 აგვისტოს,  მარიამობის დღესასწაულთან ერთად, სოფლებში  – გრემში და ენისელში, სახალხო დღესასწაული, ,,გრემქალაქობა“ აღინიშნა. გრემის ტაძრის მიმდებარე ტერიტორაზე სხვადასხვა გასართობი და სპორტული ღონისძიება გაიმართა.

ქართულ ჭიდაობაში შემდეგ წონით კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვეს:

55კგ.- I ადგილი – ვახო ლოლაძე, II  ადგილი – გიორგი მამულაშვილი;

60კგ.- I ადგილი – მათე ჭილაშვილი, II  ადგილი – ნიკა დეკანოზიშვილი;

66კგ.- I ადგილი- საბა მარკოზაშვილი, II  ადგილი – გიორგი რცხილაძე;

73კგ.- I ადგილი – გიგა მრელაშვილი, II  ადგილი – დავით ქარელი;

81კგ.- I ადგილი-თორნიკე მოსიაშვილი, II  ადგილი – ნიკა მორბედაძე;

აბსოლუტური – I ადგილი – გიორგი პაპუნაშვილი, II  ადგილი – ბექა წყალობაშვილი.

გამარჯვებულებს სიგელები, თასები და მედლები გადაეცათ.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სახალხო დღესასწაულის ფარგლებში გამართულ  სპორტულ ღონისძიებას ყვარლის  მუნიციპალიტეტის მერი ილია მზექალაშვილი, მოადგილეებთან – ოთარ ბუჯიაშვილთან და დავით ქანდაურიშვილთან და  ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაესწრო.