თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 11 ვაკანსიაზე ცხადდება

პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით კახეთის მხარეში საჯარო უწყებებში 81 ვაკანსია ცხადდება.

კახეთის მხარეში საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 81 ვაკანსია ცხადდება.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის – https://vacancy.hr.gov.ge/ მეშვეობით შეუძლიათ.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 11 ვაკანსიაზე გამოცხადდება.

ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური – 2 ვაკანსია;

ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახური – 4;

იურიდიული სამსახური – 2;

კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური – 1;

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური – 1;

შიდა აუდიტის სამსახური – 1.

ასევე, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში კონკურსი 1 ვაკანსიაზე გამოცხადდება.