ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 6 ვაკანსიაზე ცხადდება

პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით კახეთის მხარეში საჯარო უწყებებში 81 ვაკანსია ცხადდება.

კახეთის მხარეში საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 81 ვაკანსია ცხადდება.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის – https://vacancy.hr.gov.ge/ მეშვეობით შეუძლიათ.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 6 ვაკანსიაზე გამოცხადდება.

მერიის ადამიანური რესურსების მართვის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, საქმისწარმოებისა და მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება – 2 ვაკანსია;

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური – 1;

იურიდიული სამსახური –  1;

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური – 1;

შიდა აუდიტის სამსახური – 1;

ასევე, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 1 ვაკანსია გამოცხადდება ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში.