ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება – „მოგზაურობა ინოვაციების და ტექნოლოგიების სამყაროში.“
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება მიზნად ისახავდა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და მეწარმეობის განვითარების მიმართულებით, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის ხელშეწყობას.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს გააცნეს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეკოსისტემა, GITA-ს 2026 წლის პროგრამები, ასევე ჩატარდა საგანმანათლებლო ლექცია და 3D მოდელირებისა და ბეჭდვის პრაქტიკული სემინარი.