“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ყვარლის მუნიციპალიტეტში, ილია მზექალაშვილი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და არსებულ გამოწვევებზე მათთან ერთად იმსჯელა.
“მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად ვაგრძელებთ!
დღეს, ქალაქ ყვარელში იმ გამოწვევებზე ვისაუბრეთ, რომელთა დროული მოგვარება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივების საცხოვრებელ გარემოს,” – განაცხადა ილია მზექალაშვილმა.