ვახტანგ კაკუტაშვილი მოსახლეობას, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად შეხვდა.

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ვახტანგ კაკუტაშვილი, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ალადაშვილთან და მის მოადგილე, მამუკა ბურდიაშვილთან ერთად.
“კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან – გიორგი ალადაშვილთან ერთად, რამდენიმე შეხვედრა გავმართე ქალაქ საგარეჯოში და სოფელ უდაბნოში.
სახელმწიფო რწმუნებულმა შეკრებილი საზოგადოებისგან მოისმინა არსებული საჭიროების შესახებ ინფორმაცია, ასევე ახლად დანიშნულ მოადგილესთან – მამუკა ბურდიაშვილთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურ მუშაობას დაპირდა.
სოფელი უდაბნო უნიშვნელოვანესია საგარეჯოს მუნიციპალიტეტისათვის მისი მდებარეობითა და კლიმატით. ბოლო წლებში, ამ პატარა საზღვრისპირა სოფელში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მაგრამ კიდევ ბევრი საკითხი რჩება გადაუჭრელი, რაზეც დაუღალავი შრომაა საჭირო ადგილობრივი მცხოვრებლების ჩართულობით და მხარდაჭერით.
მომდევნო დღეებში აქტიურად განვაგრძობ შეხვედრებს ჩვენი მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან. მოვუსმენ ყველას და მერად არჩევის შემდგომ, ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში, ვეცდები მოკლე ვადებში დავძლიოთ წარმოჩენილი გამოწვევბი,” – განაცხადა ვახტანგ კაკუტაშვილმა.