ყვარლის ახალგაზრდულმა მრჩეველთა საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.

ყვარლის ახალგაზრდულმა მრჩეველთა საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.
სხდომის ფარგლებში საბჭოს წევრებმა განიხილეს სსიპ – ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების მხარდაჭერა“ ფარგლებში მომზადებული პროექტი „პირველი ნაბიჯი.”
შეხვედრაზე იმსჯელეს პროექტის მიზნებზე, დაგეგმილ აქტივობებზე, განხორციელების ეტაპებსა და მოსალოდნელ შედეგებზე. ასევე განისაზღვრა საბჭოს წევრთა ჩართულობის მიმართულებები და პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი საორგანიზაციო საკითხები.
ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრების ცოდნის, უნარებისა და ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა საბჭომ მომავალში კიდევ უფრო აქტიურად და ეფექტიანად იმუშაოს ყვარლის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების ინტერესების წარმოსაჩენად.
მსჯელობისა და იდეების გაზიარების შემდეგ, საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს პროექტის საგრანტო კონკურსზე წარდგენას.