ქალაქ ყვარელში, კოტე მარჯანიშვილის სახალხო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, გაიმართა ნინი ბადურაშვილისა და ბენდის კონცერტი.
სპეციალური სტუმრები – ეკა კახიანი და მარიამ მამისმედიშვილი.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას დაესწრნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოსახლეობა.