ვახტანგ კაკუტაშვილი უჯარმის, გომბორისა და კოჭბაანის მოსახლეობას შეხვდა.

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ვახტანგ კაკუტაშვილი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვდა სოფელ უჯარმის, გომბორისა და კოჭბაანის მოსახლეობას.
“მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრები გავმართეთ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში: უჯარმა, გომბორი და კოჭბაანი.
მუნიციპალიტეტის ეს მხარე ერთერთი უძველესი ისტორიული ნაწილია და ვფიქრობ, აქ მცხოვრებ ხალხს განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ხელისუფლებისგან.
ამ ეტაპზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დარჩენილი სოფლების გაზიფიცირება, რაზეც აქტიურად ვიმუშავებ და უახლოეს მომავალში ეს საკითხი დადებითად გადაწყდება. საჭიროა შიდა სასოფლო გზებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა.
ასევე, აუცილებელად მიმაჩნია მცირე სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტის ამ მხარში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი უძველესი ტრადიციული ხელსაქმის ოსტატობა და ჩვენი ვალია, ეს უძვირფასესი დანატოვარი შევუნარჩუნოთ მომავალ თაობას,” – განაცხადა ვახტანგ კაკუტაშვილმა.