საქართველოს რეგიონებში ძველი ნაგავსაყრელების რეაბილიტაცია განხორციელდება.

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, განიხილეს რეგიონებში არსებული ძველი ნაგავსაყრელების რეაბილიტაციის განხორციელების გეგმა ქვეყნის მასშტაბით.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 17 ნაგავსაყრელსა და 1 გადამტვირთავ სადგურს, 2 ნაგავსაყრელი კი დაიხურება. აღნიშნული სამუშაოები გულისხმობს, როგორც ნარჩენების განთავსების ადგილების რეაბილიტაციას, ასევე ტერიტორიების ინფრასტრუქტურულ განახლებას: შიდა გზებისა და განათების მოწყობას, ნაგავსაყრელებზე მდებარე ჯიხურებისა თუ სხვა დამხმარე ნაგებობების კეთილმოწყობას.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე და საქართველოს რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულები.