გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე!
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა სისხლის უანგარო დონაციის აქცია!
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებულ შპს „სისხლის ბანკთან“ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის თანახმად, ყვარლის მუნიციპალიტეტი ყოველთვის აქტიურად უერთდება – „გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე“ – ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა გადასარჩენად გამართულ აქციას, რათა აღმოიფხვრას სისხლის ბანკში არსებული დეფიციტი.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც მუნიციპალიტეტის მერიის, ასევე საკრებულოს საჯარო მოხელეებმა და მოხალისეებმა.