ნადიკვრის პარკში, საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, გაიმართა ბიძინა კვერნაძისა და ნუნუ დუღაშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, მერის მოადგილეები – ნიკოლოზ მეტრეველი და ფიქრია ყუშიტაშვილი.
თელაველი მსმენელისა და ქალაქის სტუმრების წინაშე წარდგნენ ნიკოლოზ წულუკიძე, მაგდა ნიკოლეიშვილი, კვარტეტი “ჰერიო” და ანსამბლი “ჰარმონია” ჯუმბერ სახეიშვილის ხელმძღვანელობით.