12 აგვისტოს, ნადიკვრის პარკში, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

12 აგვისტოს, ნადიკვრის პარკში, აღინიშნება ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 18:00 საათიდან, ტერიტორიაზე მისულ სტუმრებს დახვდებათ მრავალფეროვანი სპორტული და გასართობი პროგრამა:
– მკლავჭიდის სამოყვარულო ტურნირი;
– ბაგირის გადაწევა;
– მაგიდის ჩოგბურთი;
– მინი ფეხბურთი;
– საგანმანათლებლო აქტივობები, “სტეპ აკადემია” – რობოტები, კომპიუტერული გრაფიკის მასტერკლასი;
– სახის მოხატვა.
20:00 საათზე კი გაიმართება კონცერტი “Red Crush” ბენდის მონაწილეობით.