საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ვახტანგ კაკუტაშვილი მოსახლეობას შეხვდა.

დღეს, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ვახტანგ კაკუტაშვილი სოფელ ჩაილურის, პატარა ჩაილურის და კაკაბეთის მოსახლეობას შეხვდა.
“მოსახლეობასთან შეხვედრები გავმართე სოფლებში: დიდი ჩაილური, პატარა ჩაილური და კაკაბეთი. უკანასკნელი წლების განმავლობაში, მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი გადაიჭრა, მაგრამ კიდევ ბევრია სამუშაო, რათა სოფლად მცხოვრები საზოგადოებისთვის შევქმნათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები და ამ გზით შევამციროთ ახალგაზრდობის გადინება. მზად ვარ თქვენთან ერთად ვიმუშაო ყველა იმ საჭიროებაზე, რაც პრიორიტეტულია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის,” – განაცხადა ვახტანგ კაკუტაშვილმა.