დღეს, ილია მზექალაშვილი სოფელ შილდის და ენისლის მოსახლეობას შეხვდა.

დღეს, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ყვარლის მუნიციპალიტეტში, ილია მზექალაშვილი სოფელ შილდის და ენისლის მოსახლეობას შეხვდა.
“მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად ვაგრძელებთ!
შილდისა და ენისლის მცხოვრებლებთან ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელთა დროული მოგვარება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ საცხოვრებელ გარემოს,” – განაცხადა ილია მზექალაშვილმა.