კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ რეგიონის მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეებთან აქტიური კომუნიკაცია, მათი მხრიდან ადგილზე არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის გაზიარება. დარწმუნებული ვარ, რომ ზემოაღნიშნული ფუნქცია – მოვალეობა ასევე გათავისებული აქვს მოსახლეობის მიერ არჩეულ თითოეულ დეპუტატს. მუნიციპალიტეტებში გასვლითი სამუშაო შეხვედრების დროს, თქვენთან ერთად შევხვდები მოქალაქეებს. მზად ვარ, თქვენთან ერთად ვიმსჯელო და მხარი დავუჭირო ჩვენი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული ინიციატივების განხორციელებას,” – აღნიშნა პლატონ კალმახელიძემ, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეებთან გამართულ სამუშაო შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – მამუკა ბურდიაშვილი და გივი მეტრეველი ესწრებოდნენ.