კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან გამართა სამუშაო შეხვედრა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების მიხედვით განიხილეს ინფრასტრუქტურის, კულტურის და სოციალურ – ეკონომიკური მიმართულებით, როგორც მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ასევე, არსებული გამოწვევები.
ყურადღება გამახვილდა პროექტების გეგმა – გრაფიკის შესაბამისად, დადგენილ ვადებში შესრულების საჭიროებაზე.
მერებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – გივი მეტრეველი, მამუკა ბურდიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ლილუაშვილი.