კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის და კომპანია – “ენერგო პრო ჯორჯიას” წარმომადგენლებს შეხვდა.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ასევე კერძო კომპანიებთან აქტიური, ხელშეწყობაზე დამყარებული თანამშრომლობა. გამოვთქვამ მზაობას ასეთი კოორდინირებული მუშაობის მხარდაჭერისათვის, რათა შევძლოთ, ერთობლივი მუშაობით, მოსახლეობისთვის სერვისების მიწოდების გაუმჯობესება,” – აღნიშნა პლატონ კალმახელიძემ.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის თითოეულმა მონაწილემ საუბრისას თავისი სამოქმედო მიმართულებით არსებულ ვითარებასა და მიმდინარე საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ კოორდინირებულ თანამშრომლობაზე.