პლატონ კალმახელიძე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კახეთის რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კახეთის რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
“კახეთი აგრარული მიმართულებით ერთ – ერთი ლიდერი რეგიონია და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც უშუალოდ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ასევე აღნიშნული უწყების რეგიონულ წარმომადგენლებთან კოორდინირებული მუშაობა. ყოველთვის ვიქნები ორიენტირებული რეგიონული განვითარების საქმის ხელშეწყობაზე და გიდასტურებთ მზაობას აქტიური თანამშრომლობისთვის,” – აღნიშნა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოს მელიორაციის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, სოფლის განვითარების სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.